თბილისი. 9 თებერვალს, თბილისში გაიმართა საკრებულოს წევრ ქალთა პოლიტიკური ფორუმი, რომელსაც 150-ზე მეტი დელეგატი დაესწრო.
ფორუმის მუშაობაში ჩაერთნენ საკრებულოს წევრი ქალები საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტიდან.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდას საპარლამენტო და ადგილობრივი არჩვენებისათვის მზადების პერიოდში.
ღონისძიება გაიმართა გაეროს განვითარების პროგრამისა და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსთან თანამშრომლობით.
წყარო: გაეროს განვითარების პროგრამა
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)