იმერეთი. საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთი აგრძელებს სამუშაო შეხვედრებს ხონის მუნიციპალიტეტის შშმპ საკითხებზე მომუშავე და საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებთან ერთად.
შეხვედრის უპირველესი მიზანი იყო საბჭოების შესაძლებლობების განვითარების გეგმის შემუშავება, ასევე სამომავლო მიზნებისა და ექსპერტული გამოწვევების განხილვა. აღსანიშნია რომ შშმპ და გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრების პირდაპირი მონაწილეობა გახდის განვითარების გეგმის შემუშავების პროცესს უფრო ეფექტურს პროექტი "ხონის მუნიციპალიტეტის ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარება" ხორციელდება ხონის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი "აფხაზეთის" (CHCA) მიერ, ევროკავშირი საქართველოსთვის (EUD) ფინანსური მხარდაჭერით.
წყარო: საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)