en
ge

საინიციატივო ჯგუფის მემორანდუმი

საინიციატივო ჯგუფის მემორანდუმი

კახეთი. 2024 წლის 14 თებერვალს, ყვარლის მუნიციპალიტეტში ეთნიკური უმცირესობების უფლებების დასაცავად შექმნილმა ახალგაზრდულმა საინიციატივო ჯგუფმა ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობის პლატფორმის შექმნას, რომლის ფარგლებში მხარეები შეისწავლიან ეთნიკური უმცირესობების საჭიროებებს, განსაზღვრავენ პრობლემების გადაჭრის გზებს და განახორციელებენ ერთობლივ ღონისძიებებს.

ყვარლის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფი 2023 წლის დეკემბერში, ორგანიზაცია „უფლებები საქართველოს“ და „ახალსოფლის ახალგაზრდული ცენტრის“ ინიციატივით შეიქმნა.

ყვარელში საინიციატივო ჯგუფის დაფუძნება და ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება შესაძლებელი პროექტის - „ეთნიკური უმცირესობების ახალგაზრდათა ჩართულობის და ინკლუზიური მმართველობის ხელშეწყობა ლაგოდეხის და ყვარლის მუნიციპალიტეტებში“ - ფარგლებში, რომელსაც „უფლებები საქართველო“, „ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრთან“ და „ახალსოფლის ახალგაზრდულ ცენტრთან“ პარტნიორობით, და „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის“ (IWPR) მხარდაჭერით ახორციელებს.

სრულად...

წყარო: უფლებები საქართველო

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)