აჭარა. 14 თებერვალს, თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა გამართა საჯარო შეხვედრა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში.
შეხვედრის მიზანი იყო, მოსახლეობის ინფორმირება ჯანდაცვის სერვისების, კერძოდ პრევენციული ღონისძიებებისა და სკრინინგ პროგრამების შესახებ.
შეხვედრებს მართავს თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პროექტის „სოციალური კაპიტალის შექმნა სსო-ების გაძლიერებითა და ადგილობრივი ქსელის გაძლიერებით“ ფარგლებში.
პროექტი დაფინანსებულია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის მიერ.
წყარო: თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)