თბილისი. საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციისა და თსუ მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის ერთობლივი პროექტი „სოლიდარული მედია ხედვა ახალგაზრდებში“ დასრულდა.
მოწვეულმა ექსპერტებმა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე აქტივისტებმა კურსდამთავრებულებს და სტუდენტებს გააცნეს როგორ ხდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და მათთან დაკავშირებული საკითხების სწორად გაშუქება.
ტრენინგების მსვლელობის დროს ასევე იყო საუბარი შშმ პირთა წინაშე არსებული გამოწვევებსა და პრობლემების გადაჭრის გზებზე, პროექტი განხორციელდა პროფესიული უნარების სააგენტო • Skills Agency Georgia-ს ფინანსური მხარდაჭერით.
წყარო: საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)