en
ge

მოქალაქეთა მონაწილეობის პროგრამაზე სწავლება დაიწყო

მოქალაქეთა მონაწილეობის პროგრამაზე სწავლება დაიწყო

დაიწყო სწავლება ახალ ონლაინ პროგრამაზე „ადგილობრივი თვითმმართველობა და მოქალაქეთა მონაწილეობა“.

სასწავლო პროგრამა შემუშავდა მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა და საკრებულოს წევრთა საჭიროებების კვლევის საფუძველზე. შესაბამისად, დაინტერესება საკმაოდ მაღალი იყო – სურვილი 291 აპლიკანტმა გამოთქვა. მათგან კურსზე ჩაირიცხა 128 მონაწილე 32 მუნიციპალიტეტიდან. მათ შორის არიან მერიის, საკრებულოს, ასევე მუნიციპალიტეტის სათათბირო საბჭოების წარმომადგენლები. 

სასწავლო პროგრამის პირველ მოდულზე სწავლა 21 თებერვალს დაიწყო და 18 მარტს დასრულდება. გაცნობითი ხასიათის შეხვედრა უკვე გაიმართა ZOOM პლატფორმის საშუალებით. 

შეგახსენებთ სასწავლო პროგრამა მოიცავს 3 მოდულს: 

მოდული I - ადგილობრივი თვითმმართველობის საფუძვლები, უფლებამოსილებები და მოქალაქეთა მონაწილეობის გარანტიები (სავალდებულო); 

მოდული II - მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობა (არჩევითი); 

მოდული III - მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობა (არჩევითი).

სწავლებას უძღვებიან სფეროს ექსპერტები. „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მოქალაქეთა მონაწილეობის“ პროგრამა სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა (CSI), USAID–ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში, შექმნა.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)