en
ge

ქარტია პარლამენტის თავმჯდომარის კომენტარს ეხმაურება

ქარტია პარლამენტის თავმჯდომარის კომენტარს ეხმაურება

თბილისი. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პარლამენტის თავმჯდომარის კომენტარს გამოეხმაურა. 

ქარტიას მიაჩნია, რომ „საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დღეს თავისი კომენტარით ევროკავშირის პრიზზე, მისი ჟიურის წევრებსა და ნომინანტებზე გასცდა ამ თანამდებობისთვის დემოკრატიულ ქვეყანაში განსაზღვრულ მანდატს. 

მან ცენზორის როლი მოირგო და თავს დაესხა მათ, ვინც ამ ჟურნალისტური კონკურსის ფარგლებში ჟიურისგან, რომელიც პროფესიული თემის გამორჩეული წარმომადგენლებისგან შედგება, მაღალი შეფასება დაიმსახურეს“ . 

ქარტიას მიაჩნია, რომ „დამოუკიდებელი ჟურნალისტური კონკურსები ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში ჟურნალისტიკის განვითარებისთვის...

 ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლები უნდა აცნობიერებდნენ იმას, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ჟურნალისტების უსაფრთხოებისთვის მათ საჯაროდ გამოთქმულ, დაუსაბუთებელ ბრალდებებს ჟურნალისტების მიმართ, და შესაბამისი პასუხისმგებლობით იმოქმედონ.“ - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში 

სრულად...

წყარო: საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023