იმერეთი.ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და აქტიურ მოქალაქეებთან საკონსულტაციო შეხვედრა გამართა.
შეხვედრის მიზანი გახლდათ ტყიბულში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საჭიროებების კვლევა და გამოცხადებული საგრანტო კონკურსების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
შეხვედრა გაიმართა პროექტის ,,სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით.
წყარო: ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)