en
ge

მოხალისეები უსინათლო ბავშვებისთვის აუდიო წიგნების ჩასაწერად

თბილისი.არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ინიციატივა'" და „მარიანი" ეძებენ მოხალისეებს უსინათლო ბავშვებისთვის აუდიო წიგნების ჩასაწერად.
უსინათლო ბავშვები განათლებას იღებენ ბრაილის შრიფტით ნაბეჭდი წიგნებით და აუდიო მასალებით, რომელთა რაოდენობაც დღეისათვის, 12 კლასის სრულფასოვანი განათლების მისაღებად, არასაკმარისია საქართველოში. ეს იწვევს იმას, რომ უსინათლო ბავშვები ვერ იღებენ სრულფასოვან სასკოლო განათლებას და კიდევ უფრო დამოკიდებულნი ხდებიან ახლობლებზე. პროექტის ფარგლებში მოხალისეების მიერ ჩაიწერება 20 აუდიო წიგნი უსინათლო ბავშვებისთვის. ჩანაწერები უფასოდ გავრცელდება მთელი საქართველოს მასშტაბით, ბიბლიოთეკაში, სკოლებსა და უსინათლოთა კავშირის ფილიალებში. ასევე აიტვირთება ვებგვერდებზე: NPLG.GOV.GE და LIB.GE, ასევე გავა საპატრიარქოს რადიო „ივერიას" ეთერში. პროექტში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა.
აპლიკაციის ფორმა
 
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)