იმერეთი. ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ ჩაატარა საინფორმაციო შეხვედრები ქუთაისის უნივერსიტეტსა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
შეხვედრაზე დეტალურად იქნა განხილული პროექტის „ახალგაზრდების ხმა ადგილობრივ თვითმმართველობაში“ მიზნები, აქტივობები და მათში ჩართვის შესაძლებლობები.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფების შექმნის მიზანსა და ფუნქციას. პროექტი „ ახალგაზრდების ხმა ადგილობრივ თვითმმართველობაში ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(USAID) ფინანსური მხარდაჭერით და მიზნად ისახავს ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
წყარო: ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)