სამეგრელო. ზუგდიდში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელმა ცხოველების დამცველ და მოყვარულებთან, სამოქალაქო სექტორის, მედიის, თვითმმართველობის, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად „შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“კანონპროექტის საჯარო დისკუსია გამართა.
დისკუსია შეეხო იმ ძირითად შენიშვნებს, რომლებიც კანონპროექტის მიმართ ცხოველთა დამცველებსა და მოყვარულებს აქვთ.
ყურადღება გამახვილდა შინაური ცხოველის ჩიპირების,იდენტიფიცირების, რეგისტრაციის სახელმწიფო პროგრამის შექმნის აუცილებლობაზე.
ცხოველთა დამცველები მიიჩნევენ, რომ რაოდენობრივ შეზღუდვაზე მეტად კანონმა მოვლა-პატრონობის წესი უფრო მკაცრი სანქციებით უნდა განსაზღვროს.
ცხოველთა მოყვარულებმა შენიშვნა გამოთქვეს საშენების მოწყობის ლიცენზიების საკითხთან დაკავშირებით.
წყარო: დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)