თბილისი. გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP), საჯარო სამსახურის ბიუროსთან თანამშრომლობით ახალი კვლევა „რას ფიქრობენ საჯარო სექტორში ადამიანის უფლებებსა და გენდერულ თანასწორობაზე“ გამოაქვეყნა.
კვლევა მიმოიხილავს საჯარო სამსახურში დასაქმებულთა მოსაზრებებს მათი სამუშაო პირობების შესახებ, შეისწავლის საჯარო მოხელეთა აღქმებსა და დამოკიდებულებებს ადამიანის უფლებების, თანსწორობისა და ინკლუზიურობის ფუნდამენტური ღირებულებების მიმართ.
კვლევა ჩაატარა ორგანიზაციამ 'Applied Research Company' გაეროს განვითარების პროგრამის დაკვეთით, საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროსთან თანამშრომლობით, და დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირის, ნორვეგიისა და შვედეთის მხარდაჭერით.
წყარო: გაეროს განვითარების პროგრამა
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)