en
ge

კერძო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა

კერძო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა

სამცხე-ჯავახეთი.29 თებერვალს, პროექტის, „დასაქმების ადგილობრივი პოლიტიკის განვითარება-შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების“ ფარგლებში, ახალციხეში კერძო სექტორის წარმომდგენლებთან შეხვედრა გაიმართა. 

შეხვედრის მონაწილეებს მიესალმა ევროპის ფონდის წარმომადგენელი ვიქტორ ბარამია, პროექტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ კი „საზოგადოება ბილიკის“ ხელმძღვანელმა მარიკა მღებრიშვილმა ისაუბრა.

შეხვედრას ესწრებოდნენ ახალციხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიზნეს სექტორის, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, ადგილობრივი ხელისუფლებისა და მედიის წარმომადგენლები. პროექტი „დასაქმების ადგილობრივი პოლიტიკის განვითარება - შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება“ მხარდაჭერილია პროექტის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კანონის განხორციელების ადვოკატირება“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის ევროპის ფონდთან და ჰადსონ ვოლის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრთან თანამშრომლობით. 

სრულად... 

წყარო: საზოგადოება ბილიკი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)