იმერეთი. 2024 წლის 1 მარტს, უფლებები საქართველოს ჭიათურის სამართლებრივი დახმარების ცენტრში, ჭიათურის სხვადასხვა სკოლის უფროსკლასელებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.
მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციასა და კვალიფიციური სამართლებრივი დახმარების მნიშვნელობას, ასევე ისაუბრეს ოჯახში ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვანების დაცვასა და მათთვის ფსიქო-ემოციური მხარდაჭერის საჭიროებაზე.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დისკუსიას ფემიციდის გამომწვევი მიზეზებისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ.
შეხვედრა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით გაიმართა.
სრულად...
წყარო: უფლებები საქართველო
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)