თბილისი. მედიის განვითარების ფონდი ახალ ანგარიშს „ანტიდასავლური პროპაგანდა 2022“ აქვეყნებს.
ანგარიში ანტიდასავლური გზავნილების მხრივ 2022 წლის ტენდენციებს აანალიზებს და როგორც გზავნილების ტიპოლოგიას, ასევე მათ წყაროებს მიმოიხილავს. ანგარიში 2022 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.
ანგარიში მომზადდა მედიის განვითარების ფონდის (MDF) მიერ, USAID-ის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ პროგრამის ფარგლებში.
პროგრამა ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პუბლიკაციაში მოცემული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნით პუბლიკაციის ავტორებს და არ უნდა აღიქმებოდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და საქართველოს გაეროს ასოციაციის პოზიციად.
სრულად...
წყარო: მედიის განვითარების ფონდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)