თბილისი. ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI) გამართა დისკუსია “რელიგიის და რწმენის თავისუფლება და ქალთა უფლებები”.
შეხვედრაზე ისაუბრეს რელიგიისა და რწმენის თავისუფლებისა და ქალთა უფლებების ურთიერთმიმართებაზე, გლობალურ კონტექსტსა და საერთაშორისო სტანდარტებზე, გავრცელებულ სტერეოტიპებსა და წარმოდგენებზე, რომლებიც თან ახლავს რელიგიისა და რწმენის თავისუფლებით სარგებლობასა და გენდერულ თანასწორობაზე მსჯელობას; რელიგიური გაერთიანებების შიგნით არსებულ დამოკიდებულებებზე, რელიგიური გაერთიანებების ავტონომიისა და ქალთა ემანსიპაციის, საქართველოში ეთნიკური აზერბაიჯანელი და მუსლიმი ქალების დისკრიმინაციის, უთანასწორობის საკითხებზე, დასაქმებასა და განათლებაზე ხელმისაწვდომობის სირთულეებზე.
ღონისძიებას ესწრებოდნენ და მონაწილეობას იღებდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, უფლებადამცველები, რელიგიური ორგანიზაციების, აკადემიის წარმომადგენლები და სტუდენტები.
ღონისძიება გაიმართა გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ნორვეგიის მხარდაჭერით, ინიციატივის „ლიდერობა, თანასწორობა, ადვოკატირება და დემოკრატია“ (LEAD) ფარგლებში.
წყარო: tdi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)