თბილისი. სამოქალაქო პლატფორმა „არა-ფობიას!“ ეხმიანება 2024 წლის 8 მარტს ადიგენის მუნიციპალიტეტში განვითარებულ მოვლენებს და მოუწოდებს სამართალდამცავ უწყებებს, დროულად გამოიძიონ მუსლიმი მორწმუნეების რელიგიის თავისუფლების ხელყოფის ფაქტი.
„ადიგენში მაცხოვრებელი მუსლიმები მათ კერძო საკუთრებაში იკრიბებოდნენ სალოცავად. რელიგიური გამოხატვის ამგვარი ფორმა, შეუძლებელია, წინააღმდეგობაში მოდიოდეს რომელიმე საჯარო ინტერესთან ან სხვათა უფლებებთან. შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტში განვითარებული მოვლენები ცხადჰყოფს რელიგიის თავისუფლებაში უხეში ჩარევის ფაქტს, რომელსაც არ აქვს გამართლება“, ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: gdi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)