თბილისი. სამართლიანი არჩევნები კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის იწყებს სასერტიფიკატო კურსს “დეზინფორმაცია და პროპაგანდისტული ნარატივები სოციალურ მედიაში”.
სასწავლო კურსის ფარგლებში სტუდენტები მიიღებენ ზოგად ცოდნას დეზინფორმაციისა და პროპაგანდის შესახებ, ასევე გამოიმუშავებენ ინფორმაციის გადამოწმებისა და დეზინფორმაციის ამოცნობის უნარებს.
კურსის ბოლოს სტუდენტები წარადგენენ ესეებს, ხოლო ორი საუკეთესო სტუდენტი გაივლის სტაჟირებას სამართლიანი არჩევნების სოციალური მედიის მონიტორინგის გუნდში.
წყარო: სამართლიანი არჩევნები
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)