აჭარა. „ჩაერთე მართვის“ ბათუმის კლუბის წევრი ახალგაზრდები აგრძელებენ ადვოკატირების კამპანიას. ამ მიზნით მათ სხვადასხვა აქტივობები განახორციელეს.
კლუბის მონაწილეთა ნაწილმა, მონაწილეობითი მექანიზმების შესახებ ცნობიერების ამაღლების და ადგილობრივი საჭიროებების მოკვლევის მიზნით, ხანდაზმულებთან და მოხალისეებთან გამართა შეხვედრა.
ახალგაზრდების ნაწილი კი ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდნენ და ბათუმის ერთ–ერთი ქუჩის ადაპტირების საკითხებზე მონიტორინგი ჩაატარეს.
„ჩაერთე მართვის“ კლუბის წევრების მონიტორინგის მიზანია შედეგებზე დაყრდნობით სარეკომენდაციო წინადადებების შემუშავება და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებისთვის განსახილველად წარდგენა.
კლუბი „ჩაერთე მართვაში“ საქართველოს 4 რეგიონში ფუნქციონირებს. კლუბები შეიქმნა კამპანიის „ჩაერთე მართვის“ ფარგლებში, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში.
წყარო: ჩაერთე მართვაში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)