en
ge

უფლებები საქართველო კოალიცია თანასწორობის თავმჯდომარე ორგანიზაცია გახდა

უფლებები საქართველო კოალიცია  თანასწორობის თავმჯდომარე ორგანიზაცია გახდა

თბილისი. ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“ გახდა „კოალიცია თანასწორობისთვის“ თავმჯდომარე ორგანიზაცია. 

„კოალიცია თანასწორობისთვის“ არასამთავრობო ორგანიზაციების არაფორმალური გაერთიანებაა, რომელიც 2014 წელს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის მიღების პროცესში ჩამოყალიბდა. 

„კოალიცია თანასწორობისთვის“ წევრები არიან: სამოქალაქო საზოგადოების ფონდი (CSF), სოციალური სამართლიანობის ცენტრი, „უფლებები საქართველო“, კავშირი „საფარი“, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA), ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG), პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR), საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI), ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC) და თანასწორობის მოძრაობა.

 კოალიციის მიზანია თანასწორობის პრინციპების დაცვა, დისკრიმინაციასთან ეფექტიანი ბრძოლის გზით. კოალიციის წევრი ორგანიზაციები მუშაობენ, რომ გააძლიერონ ანტიდისკრიმინაციული მექანიზმები, სამართლებრივად დაეხმარონ დისკრიმინირებულ ჯგუფებს, ჩამოაყალიბონ პროგრესული სასამართლო პრაქტიკა, შეისწავლონ თანასწორობის პოლიტიკა, გამოავლინონ სისტემური ხარვეზები და შეიმუშაონ მათი გამოსწორების გზები. 

წყარო: უფლებები საქართველო

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)