თბილისი. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ, ევროკავშირის მხარდაჭერით, ჩაატარა ტრენინგები შინაგან საქმეთა სამინისტროს რეგიონული დანაყოფების წარმომადგენლებისთვის ბათუმში, ახალციხესა და თელავში.
ტრენინგები მიზნად ისახავდა შსს-ს ტაქტიკურ და ოპერაციულ დონეზე მომუშავე თანამშრომლების კომპეტენციების ამაღლებას სასაზღვრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მონაცემების მოპოვების, დამუშავების, ანალიზის მიმართულებით. აღნიშნული ინიციატივა ხელს უწყობს საზღვრის რისკის ანალიზის საერთო სტანდარტების დანერგვას შსს-ს დანაყოფებში, სასაზღვრო უსაფრთხოების გაძლიერების და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშესაწყობად.
წყარო: ევროკავშირის წარმომადგენლობის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)