თბილისი. აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით, 14–15 მარტს, დაუნის სინდრომის ასოციაცია მართავს კონფერენციას დაუნის სინდრომის მქონე პირების სამედიცინო მეთვალყურეობის საჭიროებების შესახებ.
კონფერენციას ესწრებიან საერთაშორისო, არასამთავრობო ორგანიზაციების, საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, წარმომადგენლები, ექიმები.
21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოში წელს მეცამეტედ იმართება საინფორმაციო კამპანია, რომლის მიზანია დაუნის სინდრომის მქონე პირთა უფლებების შესახებ საზოგადოების ინფორმირება.
წყარო: აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამა
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)