თბილისი. საქართველოში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების შემდეგ, სერვისებზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზარდა. თუმცა, როგორც პლატფორმა "კომენტარი" თავის პუბლიკაციში აღნიშნავს – ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში სამედიცინო დაწესებულებებზე ფიზიკურ წვდომას მაინც აფერხებს გაუმართავი სატრანსპორტო სისტემა. ადგილზე მისულ მოქალაქეებს კი ენის ბარიერის, ექიმების შეზღუდული სამუშაო გრაფიკის, არასაკმარისი რესურსებისა და ინფრასტრუქტურული პრობლემების გამო სრულყოფილი სერვისის მიღება მაინც უჭირთ.
„2009 წლიდან სოფლებში ოჯახის ექიმის ფუნქციას სოფლის ექიმები/ექთნები ასრულებენ. სოფლის ექიმის პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია ექიმთან ვიზიტი, კონსულტაცია, სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა გადაუდებელი მდგომარეობების დროს და სხვ.
თუმცა, რეგიონებში სამედიცინო პუნქტების ინფრასტრუქტურული პრობლემები ხელს უშლის ამბულატორიული მომსახურებების მიღებას. პრობლემაა ისიც, რომ სოფლის მოსახლეობას ხშირად ყველა ამ სერვისზე წვდომა არ აქვს. ექიმები, ძირითადად, სხვაგანაც მუშაობენ და სოფლებში ქალაქიდან ჩადიან, შესაბამისად, ადგილზე მუდმივად არ იმყოფებიან და ვერ გასცემენ მიმართვებს ექიმ-სპეციალისტებთან ვიზიტსა თუ სადიაგნოსტიკო კვლევებზე“, ასე აფასებს პლატფორმა „კომენტარი“ არსებულ სიტუაციას.
წყარო: პლატფორმა „კომენტარი“
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)