თბილისი. სასკოლო კვების საკითხის აქტუალიზებისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, განათლების კოალიცია და ასოციაცია „მშობლები განათლებისთვის“ სასკოლო კვების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, პირველად საქართველოში, სასკოლო კვების კვირეულს მართავენ.
კვირეული,14 მარტს, სასკოლო კვების ფორუმით გაიხსნა, რომელმაც გააერთიანა სასკოლო კვებით დაინტერესებულ ადამიანები და ჯგუფები. ფორუმზე განათლების კოალიციამ წარადგინა რეგიონული ფოკუს ჯფუფების ანგარიში, ხოლო პანელური დისკუსიების ფორმატში გაიმართა მსჯელობა, როგორც არსებული გამოწვევების, ასევე მისი გადაჭრის ალტერნატიული გზების შესახებ.
წყარო: განათლების კოალიცია
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)