თბილისი. კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის ეხმიანება მმართველი პარტიის წევრების განცხადებებს, რომლებიც „მიმართულია განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლეების დისკრედიტაციისაკენ“.
კოალიციის წევრები მიიჩნევენ, რომ „მმართველი გუნდის ამგვარ რიტორიკას მსუსხავი ეფექტი აქვს მოსამართლეთა გამოხატვის თავისუფლებაზე, ლახავს სასამართლოს დამოუკიდებლობას და აზიანებს ქვეყნის ევროპულ მომავალს“.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)