თბილისი. წლის საუკეთესო სამოქალაქო განათლების პედაგოგთა კონკურსისთვის განაცხადების მიღება 24 მარტის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.
კონკურსი USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში ტარდება, გამარჯვებულები კი 2024 წლის ივნისში დაგეგმილ სამოქალაქო განათლების პედაგოგთა წლიურ კონფერენცია-გამოფენაზე გამოვლინდებიან.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო და კერძო დაწესებულებების სამოქალაქო განათლების მასწავლებლებს, მათ შორის ისეთი სკოლებიდან, რომლებიც არ არიან ჩართული USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამაში.
წყარო: USAID სამოქალაქო განათლების პროგრამა
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)