თბილისი.ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD) გამოაქვეყნა აზერბაიჯანის, მოლდოვის, სომხეთის და უკრაინის ანტიკორუფციული გარემოს მონიტორინგის მე-5 რაუნდის ანგარიშები, რომლებიც ანტიკორუფციული ქსელის (OECD/ACN) მიერ მომზადდა.
ამ საკითხზე საზოგადოებრივი ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ: „საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც უარი თქვა მონიტორინგის მე-5 რაუნდში მონაწილეობაზე, რომელიც მიზნად ისახავდა ქვეყნის ანტიკორუფციული რეფორმების შეფასებას“.
სსო–ები მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, შეასრულოს ევროკომისიის რეკომენდაცია, დაუბრუნდეს OECD/ACN-ის პროცესს და არ შეაფერხოს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი.
წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)