თბილისი.სოციალური სამართლიანობის ცენტრი აქვეყნებს პუბლიკაციას „საარსებო შემწეობის როლი სამსახურის გარეშე დარჩენილი ადამიანების დაცვაში...“.
„უმუშევრობის დაზღვევის არარსებობის პირობებში, სამსახურის გარეშე დარჩენილი ადამიანები ვერ იღებენ მყისიერ დახმარებას და დღითიდღე უფრო ღარიბდებიან.
უკიდურეს სიღარიბეში აღმოჩენის შემდეგ კი მათი ერთადერთი იმედი სოციალური შემწეობის მიღების შესაძლებლობაა, რომლის არაქმედითი დიზაინის, ოჯახის კეთილდღეობის ირიბი შეფასებისა და მოუქნელი სისტემის გამო, მისი მიღების შანსი დაბალია.
სისტემაში მოხვედრა, თავის მხრივ, ხანგრძლივად სიღარიბეში ყოფნას გულისხმობს იმდენად, რამდენადაც შემწეობის მიმღებები დამოკიდებულები ხდებიან სოციალურ დახმარებაზე და თავს არიდებენ ფორმალურ სამუშაო ბაზარზე დაბრუნებას. ამ რისკებისაგან დაცვის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია უმუშევრობის დაზღვევა.
ამ მექანიზმის ამოქმედება ადამიანების კეთილდღეობის დაცვის ხარისხს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს და საარსებო შემწეობის სისტემასაც განტვირთავს“, ნათქვამია პუბლიკაციაში.
წყარო: სოციალური სამართლიანობის ცენტრი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)