en
ge

კონფერენცია – „მეწარმეობის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი“

თბილისი. 11-12 ივნისს ევროკომისიის, მოლდოვის რესპუბლიკისა და ევროპის განათლების ფონდის ორგანიზებით ევროპული პარტნიორობის პლატფორმის ფარგლებში გაიმართება კონფერენცია „მეწარმეობის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი: მეთოდიკა და პრაქტიკა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში".
აღნიშნულ კონფერენციაზე მიწვეული არის საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და ამავე ასოციაციის საგადასახადო კომიტეტის თავმჯდომარე. კონფერენციის მიზანს წარმოადგენს დებატების გამართვა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონიდან მოწვეულ სპეციალისტებსა და კანონმდებლებს შორის. დისკუსია შეეხება მეწარმეობას, როგორც ძირითად განმსაზღვრელ ფაქტორს ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაში, რომელიც ხელს შეუწყობს სამეწარმეო სწავლების მეთოდიკისა და პრაქტიკის განვითარებას როგორც ეროვნულ, ასევე რეგიონალურ დონეზე.კონფერენცია წარმოადგენს 2012 წლის მცირე ბიზნესის რეგულაციების შეფასების გაგრძელებას აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში.
წყარო: მცირე და საშუალო  საწარმოთა ასოციაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)