თბილისი. საზოგადოებრივი ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ: „მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების თემა ვერ დაიხურება, რადგან ქართველი ხალხის დაკვეთა სასამართლოს გაჯანსაღება და ევროკავშირის წევრობაა“.
„ვეხმიანებით პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებებს, რომელთა თანახმადაც, ისინი მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმის შექმნის საკითხს დახურულად აცხადებენ. სასამართლოს გაჯანსაღების თემა ვერ დაიხურება, რადგან ევროკომისიის ეს მოთხოვნა საქართველოსთან წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის მნიშვნელოვანი წინაპირობაა, ხოლო საქართველოს მოსახლეობისთვის ევროკავშირში გაწევრიანება უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი“, ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)