თბილისი. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის სათემო ადვოკატირების ონლაინ კურსზე სწავლა დაიწყო და პირველ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაც გაიმართა.
შეხვედრაზე ძირითადი აქცენტი გაკეთდა სასწავლო პროცესის და კურსის მონაწილეების გაცნობაზე. კურსზე ჩარიცხული მონაწილეების უმეტესობა აქტიური მოქალაქეები არიან, რომლებსაც სურვილი აქვთ უკეთესობისკენ შეცვალონ თავიანთი რეგიონი თუ სოფელი. იმედი გვაქვს, რომ კურსი ძალიან დიდი წვლილს შეიტანს ამ საქმეში.
კურსი ხორციელდება USAID-ს ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში. კურსზე სულ შემოვიდა 309 აპლიკაცია, ჩაირიცხა 92 მონაწილე სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან.
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)