თბილისი. 12 საზოგადოებრივი ორგანიზაციის კოალიცია ევროკავშირის დელეგაციასა და საქართველოში აკრედიტებული ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრის მიზანი იყო ხედვების გაზიარება და მოსაზრებების ურთიერთგაცვლა ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯის შესასრულებლად საქართველოს მიერ გასატარებელი რეფორმების შესახებ, რათა ქვეყანა ევროინტეგრაციის შემდგომ ეტაპზე გადავიდეს და ევროკავშირთან გაწევრების შესახებ მოლაპარაკებები გაიხსნას.
წყარო: სამოქალაქო საზოგადოების ფონდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)