გურია. კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთვრობო ქსელი 27, 28 და 29 მარტს გურიის სამივე მუნიციპალიტეტისთვის ევროკავშირის მხარდაჭერით შემუშავებულ ადგილობრივი განვითარების სტრატეგიების პრეზენტაციებს გამართავს.
შეხვედრა საჯაროა და დასწრება გურიის რეგიონში მცხოვრებ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია. შეხვედრების მიზანია, პროექტის „მწვანე გურია - ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მდგრადი მწვანე ზრდისთვის“ ფარგლებში შემუშავებული ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის ადგილობრივი სტრატეგიების განხილვა და დოკუმენტების ყველა დაინტერესებული მხარისთვის გაცნობა.
ასევე, შეხვედრის ფარგლებში მოხდება პროექტის ფარგლებში უკვე შესრულებული სამუშაოებისა და ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფების (LAG) საქმიანობების პრეზენტაცია.
სრულად...
წყარო: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ქსელი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)