სამცხე-ჯავახეთი.დემოკრატ მესხთა კავშირმა, ახალი პროგრამის „ახალგაზრდები ყველას უფლებებისთვის“ განხორციელება დაიწყო.
პროგრამის ფარგლებში შერჩეულ ახალგაზრდებს პირველ ეტაპზე ჩაუტარდათ ტრენინგების ციკლი თემაზე: ადამიანის უფლებები, გენდერული და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის ფორმების იდენტიფიცირება და მათთან ბრძოლა, რომელსაც მოწვეული ექსპერტები თეონა მაჭარაშვილი და ირმა პავლიაშვილი უძღვებოდნენ.
პროექტი ხორციელდება Netherlands Helsinki Committee ის, Hertie School, ადამიანის უფლებათა ცენტრი / Human Rights Centerისა და საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა / Georgian Democracy Initiativeს მიერ.
წყარო: დემოკრატ მესხთა კავშირი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)