თბილისი.23-24 მარტს, განვითარებისა და ჩართულობის პლატფორმამ ლიდერ ქალთა ფორუმს პროექტის “ეთნიკური უმცირესობის ქალები, როგორც ინტეგრაციის ელჩები” ფარგლებში უმასპინძლა.
ფორუმი მიზნად ისახავდა რეგიონებში მომუშავე აქტიური სათემო ლიდერი ქალების ერთმანეთთან დაკავშირებას, გამოცდილებების და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარებას.
ფორუმმა უმასპინძლა მოხსენებებს ქალთა ემანსიპაციის ისტორიაზე და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ქალთა ჩართულობის მნიშვნელობაზე. გარდა ამისა, პროექტის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ პანელური დისკუსიის ფორმატში მოესმინათ აქტივიზმში “ამბის თხრობის” მნიშვნელობაზე და მიეღოთ რჩევები თემის ლიდერის ქალებისაგან, მათ წარმატების ისტორიების გაზიარებით.
პროექტს „ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალები, როგორც ინტეგრაციის ელჩები“, ჩვენი ორგანიზაცია განვითარებისა და ჩართულობის პლატფორმა ⋯ Dep ⋮ ახორციელებს Rönne-Stiftung - თან პარტნიორობით, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.
სრულად...
წყარო: განვითარებისა და ჩართულობის პლატფორმა
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)