თბილისი. მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი (EECMD) განცხადებას ავრცელებს.
მასში ნათქვამია, რომ „გასულ წელს, „ქართული ოცნება“ საქართველოს და საერთაშორისო საზოგადოებას დაჰპირდა, რომ რუსულ კანონს აღარ დააბრუნებდა პარლამენტში. მისი ხელახლა შემოტანა ხალხის მოტყუება და სიტყვის გატეხაა. კანონის ამოქმედება მოსპობს დამოუკიდებელ არასამთავრობო, მედია და საგანმანათლებლო ორგანიზაციებს საქართველოში. რუსული კანონის პარლამენტში დაბრუნება ამტკიცებს, რომ ქართულ ოცნებას ეშინია სამართლიანი და კონკურენტული საპარლამენტო არჩევნების.
ეს კანონი შეუძლებელს გახდის არჩევნების კონკურენტულ და გამჭვირვალე ვითარებაში ჩატარებას და ამით, საფუძველს გამოაცლის მის სამართლიანობას და კანონიერებას. მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“ დაუყოვნებლივ შეაჩეროს რუსული კანონის განხილვა და არ გადაუხვიოს საქართველოს დემოკრატიულ და ევროპულ კურსს“.
წყარო: EECMD
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)