თბილისი. კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის განცხადებას ავრცელებს.
„5 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოთხმა მოსამართლემ, მათ შორის, მიხეილ ჩინჩალაძემ და ლევან მურუსიძემ, სასამართლოს მეშვეობით ანტიკორუფციულ ბიუროს მიერ მათი ქონების შემოწმება შეაჩერეს.
ანტიკორუფციული ბიუროს წინააღმდეგ დავის ინიციატორები არიან მოსამართლეები, რომელთა კეთილსინდისიერებასთან, მათ შორის, ფინანსურ მდგომარეობასთან დაკავშირებით საზოგადოებაში მნიშვნელოვანი კითხვები არსებობს. მომხდარი ინციდენტი შემაშფოთებელი პრეცედენტია და ქმნის შესაძლებლობას, კლანის წევრებმა, სასამართლოს გამოყენების გზით, თავი აარიდონ მათი ფინანსური კეთილსინდისიერების გადამოწმებას ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ჩატარებულ ლიმიტირებულ ფარგლებშიც კი.
აღნიშნული დამატებითი ინდიკატორია, იმისა რომ სასამართლო სისტემის წამყვან თანამდებობებზე დანიშნული მოსამართლეების კეთილსინდისიერება უნდა შემოწმდეს და ამისთვის ექტსტრაორდინალური მექანიზმი შეიქმნას.
წყარო: უფლებები საქართველო
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)