en
ge

საქართველო ევროპაში

კახეთი. წელიწადზე მეტია რაც საქართველოში მიმდინარეობს პროექტი - ,,საქართველო ევროპაში”, რომელიც მიზნად ისახავს, საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია ევროკავშირზე, მის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე, ასევე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობასა და ერთობლივ პროექტებზე, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს ინსტიტუციურ გაძლიერებას და სხვადასხვა სფეროებში ევროპული სტანდარტების დამკვიდრებას. პროექტში ჩართულია არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ახალი თაობა ახალი ინიციატივა".
,,პროექტის ფარგლებში ამ კვირაში შეხვედრები დავიწყეთ კახეთის რეგიონიდან, შევხვდით ყვარლის, გურჯაანისა და თელავის მოსახლეობას. შევხვდით საზოგადოების სხვადასხვა ფენას, მივაწოდეთ საინფორმაციო მასალები ევროკავშირის, მისი სტრუქტურების და საქართველოში მიმდინარე იმ რეფორმებზე,რომელიც მიმდინარეობს ,,აღმოსავლეთის პარტნიორობის" ფარგლებში" – აღნიშნა ,,ახალი თაობა ახალი ინიციატივის" აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთევან ჩაჩავამ.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)