თბილისი. მედიის ადვოკატირების კოალიცია პარლამენტში ჟურნალისტების არშეშვებას ეხმიანება.
„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც აკრედიტებული ჟურნალისტები პარლამენტში საკუთარი მოვალეობის შესრულებისას დაუსაბუთებელ დაბრკოლებებს აწყდებიან. “რუსული კანონთან” დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი საზოგადოების დიდი ნაწილის მაღალ ინტერესს იმსახურებს და ამ ფონზე, პარლამენტის მხრიდან მედიის პარლამენტში დაუშვებლობა, მოსახლეობას ართმევს შესაძლებლობას, მიიღოს ინფორმაცია და ჩაერთოს დემოკრატიულ პროცესში. მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს უზრუნველყოს სამართლიანი სამუშაო პირობები მედიის წარმომადგენლებისთვის, იმისათვის, რომ მედიამ თავისუფალ გარემოში შეძლოს პროფესიული საქმიანობის შესრულება.“ - ნათქვამია განცხადებაში
სრულად...
წყარო: მედიის ადვოკატირების კოალიცია
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)