იმერეთი. სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი" ზოგად საგანმანათლებლო სკოლების დამამთავრებელი კლასების მოზარდებისთვის იწყებს ერთთვიან პილოტურ პროგრამას, სახელწოდებით „კოდი".
პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში ლიდერული უნარ ჩვევების გამოვლენას და განვითარება.
პროგრამა სიმულაციურ თამაშს წარმოადგენს, რომლის განმავლობაში მონაწილეები შეისწავლიან: გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევებს; კონფლიქტების რეგულირებას; სტრატეგიის დაგეგმვისა და ანალიზის უნარ-ჩვევებს; საკუთარი უნარების წარმოჩინების ხერხებს; ამოცანების დასახვისა და შესრულების ტექნიკას; რუკის კითხვას და ორიენტირებას ველზე.
წარმატებული მონაწილეები მიიღებენ სერთიფიკატს და ექნებათ უფლება პროგრამის შემდეგ ეტაპზე გადავიდნენ, ასევე მათ გადაეცემათ წამახალისებელი პრიზები.
განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა 15 ივნისი.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში