en
ge

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები იცავენ დაკავებულების უფლებებს

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები იცავენ დაკავებულების უფლებებს

თბილისი.არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და მოუწოდებენ პოლიციას, რომ „შეწყვიტოს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებაში უკანონო ჩარევა. უკანონო დაკავებები და მოქალაქეებზე ფიზიკური ძალადობა. მოვუწოდებთ მაქსიმალურად მოკლე დროში გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაული“. 

არასამთავრობო ორგანიზაციები საზოგადოებას ამცნობენ რომ იცავენ და დაიცავენ ყველა დაკავებულის უფლებას.

"გუშინ, 16 აპრილს, პოლიციამ 13 მშვიდობიანი ადამიანი დააკავა, რომელიც შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობდა და საქართველოს ევროპულ მომავალს იცავდა. 

ჩვენ, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, მთელი ღამის განმავლობაში ვეძებდით დაკავებულებს იზოლატორებში და ვხვდებოდით მათ, ვესაუბრებოდით, აღვწერდით მათი უფლებების დარღვევის ფაქტებს. 

საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ დაკავებულთა უმეტესობას ფიზიკური დაზიანების ნიშნები აქვს, ხოლო სამი მათგანი - ამჟამად ჰოსპიტალიზებულია. ისინი აცხადებდნენ, რომ მიუხედავად დაკავებისა თუ დაზიანებისა, გააგრძელებენ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ, საქართველოს ევროპული მომავლისთვის".

 სრულად... 

წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)