en
ge

საქართველოს პარლამენტმა კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პირველი მოსმენიით მიიღო

საქართველოს პარლამენტმა კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პირველი მოსმენიით მიიღო

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის ხელახალი ინიცირების შედეგ საზოგადოებრივი პროტესტი არ განელებულა. სიტუაცია გამძაფრდა მას შემდეგ, რაც პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტკება დაიწყო და 16 აპრილის აქციის მონაწილეების ჯანმრთელობის დაზიანებებითა და დაპატიმპრებებით დასრულდა. პოლიციამ აგრესიულად დაარბია პარლამენტის უკან შეკრებილი მომიტინგეები წიწაკის სპრეისა და ფიზიკური ძალის გამოყენებით. დაკავებულია აქციის 13 მშვიდობიანი მონაწილე. ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები უწევენ სამართლებრივ დახმარებას დაზარალელბულებს, ცდილობენ მათი ადგილსამყოფელის დადგენას. მოვლენათა გაშუქების პროცესში ძალადობის მსხვერპლი გახდა რამდენიმე ჟურნალისტიც.

კანონის კენჭისყრის პროცესი საპარლამენტო დებატების ხანგრძლივობის გამო ერთი დღით გადაიდო, ათიათასობით ადამიანი კი პარლამენტის წინ აგრძელებდა პროტესტს. 17 აპრილს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ 83 ხმით მომხრე და არც ერთი წინააღმდეგ, მიუხედავად საერთაშორისო პარტნიორებისა და პარლამენტის შენობასთან მიმდინარე სახალხო პროტესტისა. საპროტესტო აქციები 17 აპრილს მშვიდობიანად მიმდინარეობდა, თუმცა პოლიციამ კიდევ ორი ადამიანი დააკავა, რომელთაგან ერთ-ერთს მათი თქმით ცივი იარაღიც ჰქონდა.

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მიმართა ევროპელ ლიდერებს თანადგომისათვის და თავადაც დაგმო კანონპროექტი, როგორც გამოკვეთილი საფრთხე საქართველოს ევროპული მისწრაფებების გზაზე. მიმდინარე მოვლენებს ასევე გამოეხმაურა რამდენიმე ქართველი სპორტსმენი, სადაც გამოხატეს მკაფიო მხარდაჭერა ქვეყნის ევროპული მომავლის მიმართ.

კანონპროექტმა პირველი მოსმენის შემდეგ კიდევ ერთხელ გამოიწვია დასავლელი ოფიციალური პირების მხრიდან კრიტიკა. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა საკითხებში, ჟოზეფ ბორელმა და ევროკომისარმა სამეზობლო და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰელიმ ქართულ ოცნებას მოუწოდეს გაეწვია კანონპროექტი და განაცხადეს, რომ ის ეწინააღმდეგება ევროკავშირის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ღირებულებებს. გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისმა ასევე მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, გაიწვიოს კანონპროექტი.

ხელმეორედ გამოთქვა ამერიკის შეერთებული შტატების შეშფოთება ვაშინგტონში სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ ვედანტ პატელმა, რომ კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ შესაძლოა, გამოიწვიოს „სტიგმატიზაცია სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია ორგანიზაციების, რომლებიც მუშაობენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესაბაზე“.

კანონპროექტის განხილვის მეორე და მესამე მოსმენები ჯერ ისევ წინაა. ამჯერად, გასული წლისგან განსხვავებით, დაჩქარებული პროცედურის გარეშე მიმდინარეობს მოვლენები. სავარაუდოდ, მმართველი პარტია კანონპროექტს საბოლოო, მესამე მოსმენით 17 მაისს მიიღებს.

კანონპროექტის მიღება და ამოქმედება ეწინააღმდეგება დემოკრატიულ პრინციპებს, იგი შეზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებისათვის სამუშაო გარემოს, რაც იმეორებს რუსეთში მიმდინარე პროცესებს ამ მიმართულებით.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)