თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. 30 წლიანი მუშაობის მანძილზე 1, 300, 000 - მდე (მილიონ სამასი ათასამდე) ადამიანს გაუწია უფასო იურიდიული დახმარება/კონსულტაცია.
„მათ შორისაა საქართველოს ერვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის საქმე, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსი და ოსი სამხედრო პირების მის წამებასა და შემდგომში მისი სიცოცხლის უკანონო ხელყოფის ფაქტს შეეხება. საია სტრასბურგის სასამართლოში გიორგი ანწუხელიძის მეუღლის, მაკა ჩიკვილაძისა და მისი ორი შვილის ინტერესებს წარმოადგენს. გახსოვდეს, ეს კანონი ათასობით ქართველს უფასო იურიდიული დახმარების გარეშე დატოვებს და შეაჩერებს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესს“.
წყარო: ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)