თბილისი.„ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირმა“ პროექტის „უკეთესი განათლება, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა და სოციალური სარგებლის ხელმისაწვდომობა“ ფარგლებში, დაიწყო პოზიტიური მშობლობის ტრენინგების ციკლი, ოჯახის გაძლიერების მომსახურებაში ჩართული მშობლებისათვის.
სატრენინგო მოდულის სესიები ემსახურება ცნობიერების ამაღლებას შემდეგ საკითხებზე: აღზრდის ეფექტური მეთოდები, ბავშვთა შრომა, რთული ქცევის მართვა, კომუნიკაციის გაუმჯობესება ინტერპერსონალურ ურთიერთობებში, აღზრდის სტილი, მიჯაჭვულობა, ბავშვის ფსიქოლოგიური საჭიროებები, თვითშეფასების განვითარება და სხვა.
პროექტი ხორციელდება გერმანული ფონდის „Brot für die Welt“-ის ფინანსური მხარდაჭერით.
სრულად...
წყარო: ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)