სამეგრელო. "ათინათში" არსებული ზუგდიდის ახალგაზრდული ცენტრის წევრებისთვის ჩატარდა “დებატები”.
ახალგაზრდებმა წინასწარ მიიღეს ინფორმაცია დებატების ხელოვნებაზე კარლ პოპერის მეთოდით და რეზოლუცია, რომლის ირგვლივაც შემდეგში ჩატარდა დებატები. მონაწილეები აქტიურად ჩაერთნენ პროცესში, იმსჯელეს და არგუმენტირებული პოზიცია წარმოადგინეს. აქტივობის მიზანია ახალგაზრდების პიროვნული განვითარების ხელშეწყობა ფორმალური დებატების სწავლების გზით.
ღონისძიება ჩატარდა USAID პროგრამა "ერთიანობა მრავალფეროვნებაშია" ფარგლებში , რომელსაც საქართველოს გაეროს ასოციაცია, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
სრულად...
წყარო: ზუგდიდის ახალგაზრდული ცენტრი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)