en
ge

საია: „საქართველოს პარლამენტთან აქციის დარბევა უკანონოა“

საია: „საქართველოს პარლამენტთან აქციის დარბევა უკანონოა“

თბილისი.საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს მიმართავს.

„Მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, რომლებიც ამჟამად აქციის დაშლის ოპერაციაში მონაწილეობენ, რომ, ისინი არღვევენ შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს შინაგან საქმეთა მოსამსახურეთა ქცევის სახელმძღვანელო ინსტრუქციას“რომლის თანახმადა: - სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა უნდა უზრუნველყონ აქციის ორგანიზატორებსა ან მონაწილეებთან მოლაპარაკება ძალისმიერი ჩარევის მაქსიმალურად თავიდან აცილებისა და სიტუაციის მშვიდობიანი დარეგულირების მიზნით. - ინსტრუქცია ასევე არეგულირებს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ ძალის გამოყენების სტანდარტებს და ადგენს პროპორციული ძალის გამოყენების პრინციპს, კერძოდ: „სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მიერ ფიზიკური ძალის ან/და სპეციალური საშუალებების გამოყენება უნდა განხორციელდეს თანაზომიერების პრინციპის დაცვით, მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში და კონკრეტული გარემოებებისთვის საჭირო მინიმალური ოდენობით.“ - ინსტრუქციის თანახმად, სპეციალური ღონისძიების დაწყებამდე, პასუხისმგებელი პირი ვალდებულია, ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების შესახებ წინასწარ გააფრთხილოს შეკრების/მანიფესტაციის მონაწილეები, მისცეს მათ გონივრული ვადა (არანაკლებ 30 წუთი) კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად. - ინსტრუქციის მიხედვით, აკრძალულია ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენება, თუ მონაწილეებს არ აქვთ საკმარისი სივრცე დაკავებული ტერიტორიის დასატოვებლად.“ - ნათქვამია ორგანიზაციის მიმართვაში

სრულად...

წყარო: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)