en
ge

ახალგაზრდების სტაჟირების პროგრამა საკრებულოში

აჭარა. 10 ივნისს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტში, განვითარებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობის კავშირმა „პროგრესმა" და თვითმმართველ ქალაქ ბათუმის საკრებულომ საინფორმაციო შეხვედრა გამართა. თემა:  ბათუმის თვითმმართველობაში ახალგაზრდების სტაჟირების პროგრამა. პროექტის მიზანია საკრებულოს დარგობრივი კომისიებისა და მერიის შესაბამისი სამსახურების საქმიანობაში ახაგაზრდების ჩართვა და მათ ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობაა. სტაჟირებას გაივლის 20/25 ახალგაზრდა (18-27 წელი), რომელთა შერჩევა მოხდება კონკურსის გზით. მსურველები წარმოადგენენ სპეციალურ განაცხადს, რომელიც მოიცავს სააპლიკაციო ფორმას. სააპლიკაციო ფორმების მიღება მოხდება ელექტრონულად. ისინი გაივლიან  სპეციალურ ტრენინგებს, რის შემდეგაც გადანაწილდებიან საკრებულოსა და მერიის შესაბამის  კომისიებსა და სამსახურებში.  სტაჟირებაში მონაწილე პირები  სპეციალურ სერთიფიკატებს მიიღებენ.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)