თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) კომენტარს აკეთებს 7 მაისს განვითარებულ ინციდენტზე.
„7 მაისს, დაახლოებით 16:00 საათზე, თბილისში, შვედეთის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მედიასთან კომუნიკაციის დროს, უცნობი პირი #IDFI-ს აღმასრულებელ დირექტორს, გიორგი კლდიაშვილს, დაესხა თავს. თავდამსხმელმა, რომელიც გადაადგილდებოდა ავტომობილით, გიორგი კლდიაშვილს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო ავტომობილის გაჩერების შემდეგ დაიწყო ფიზიკური დაპირისპირებაც. IDFI-ს წარმომადგენლების მიერ ტერიტორიის დატოვებიდან მალევე, იგივე პირი თავს დაესხა იქვე მყოფ მედიას - ფორმულას გადამღებ ჯგუფს, ოპერატორსა და მძღოლს“.
წყარო: IDFI
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)