en
ge

ტოლერანტობის ცენტრმა ვებ-გვერდის პრეზენტაცია გამართა

სამცხე–ჯავახეთი. 14 ივლისს,  სახალხო დამცველის სამსახურთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელმა ბექა მინდიაშვილმა ახალციხეში  ვებ-გვერდის - tolerantoba.ge პრეზენტაცია გამართა. შეხვედრა  ორგანიზაცია ,,დემოკრატ მესხთა კავშირის” საკონფერენციო დარბაზში  შედგა  და  მასში მონაწილეობას იღებდნენ ახალციხელი ახალგაზრდები, ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების, პრესისა და ტელევიზიის წარმომადგენლები. ვებ-გვერდის  მიზანია საქართველოში ტოლერანტობის კულტურის საინფორმაციო, შემეცნებით–საგანმანათლებლო და სამართლებრივი მხარდაჭერა;  საიტზე, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით შეიქმნა, წარმოდგენილია,  როგორც რელიგიურ  და ეთნიკურ  უმცირესობებთან, ასევე რასობრივ საკითხებთან დაკავშირებული  ინფორმაცია. უმცირესობათა  ყოფის  ამსახველი  ფოტო,  აუდიო,  ვიდეო  და  ტექსტური მასალები.  დასასრულს ტოლერანტობის  ცენტრის  ხელმძღვანელი  დემოკრატ  მესხთა  კავშირის ახალგაზრდული  ორგანიზაციის  წევრებს  შეხვდა.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)