თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ამომრჩეველთა ინფორმირების გაზრდის მიზნით, რვა საინფორმაციო შეხვედრა გამართა საქართველოს ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, მარნეულსა და თელავში.
შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ ელექტრონული ტექნოლოგიების ქართულ მოდელს, რომელიც 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე იქნება გამოყენებული.
წყარო: საია
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)